Saturday, April 2, 2016

ტრენინგის შეჯამება



პროექტზე დაფუძნებული სწავლება ერთერთი უახლესი და პროდუქტიული მეთოდია.ის ავითარებს ბავშვებში კვლევა ძიებას,  მეგობრებთან ერთად პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევებს, დამოუკიდებელ აზროვნებას.
  მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში და იძენენ 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს. ეს ტრენინგი ბევრის მომცემია ჩემთვის, გამიჩნდა სურვილი და დიდი იმედი რომ შევქმნა არა ერთი საინტერესო პროექტი, გავაკეთო ელექტრონული პორტფოლიო და თავი მოუყარო ერთად ჩემი პროფესიული საქმიანობის ამსახველ მასალას. ეს ყველაფერი ქალბატონ ქეთის დამსახურებაა რისთვისაც დიდი მადლობას გიხდით ჩემო საყვარელო, ენერგიულო, ქალბატონო.

ტრენინგის მე-9 დღე

დღევანდელი დღეც გამეორებით დაიწყო.

გავიმეორეთ გაჯეტების შექმნა და მათი ჩასმა ბლოგში. ვისწავლეთ ბლოგში გვერდების დამატება, მათი რედაქტირება, დამალვა გამოჩენა. ვისწავლეთ გვერდზე მისამართის მიბმა და მისი გაუქმება. ვისწავლეთ ალბომის რედაქტირებად და მისი ბლოგზე ატვირთვა სლაიდსოუს სახით. იუთუბიდან ვიდეოს გადაწერა და ბლოგზე ატვირთვა. ვისწავლეთ სად არის ვიდეოფაილების საცავი.მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და ძალიან საინტერესო იყო  და კმაყოფილი დავრჩი.

Sunday, March 27, 2016

ინტელის მე-8 დღე



1. გამეორება;
2.ფასილიტაციის რესურსის შექმნა;
3.პორთფოლიოს გადახედვა;
4. პორთფოლიოს ატვირთვა ბლოგზე

 დღევანდელი დღე გამეორებით დავიწყეთ. გადავედით ახალ მასალაზე ეს იყო
პორთფოლიოს ბლოგზე ატვირთვა,საქაღალდე ავტვირთეთ დრაივში,ატვირთულ საქაღალდეს მივანიჭეთ მისამართი,მისამართის გადატანა ბლოგზე. დღევანდელი დღეც ნაყოფიერი და ბევრის მომცემი იყო.
უამრავი მადლობა ქალბატონ ქეთის.

Saturday, March 26, 2016

ტრენინგის მე-7 დღე

 დღევანდელი დღეც წინა მასალის გამეორებით დავიწყეთ. დღევანდელი დღეც ძალიან შრომატევადი და ბევრის მომცემი იყო. მადლობა ქალბატონ ქეთის


Sunday, March 20, 2016

ტრენინგის მე-6 დღე

1. გამეორება
2.მოსწავლის პრეზენტაცია
3.გეგმების გადახედვა და პროექტის მიმდინარეობის ეტაპები
4.შეფასების რუბრიკები



დღევანდელი დღეც წინა მასალის გამეორებით დავიწყეთ, გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია, გავიარეთ მოსწავლის pavorpoint, გავაკეთეთ სლაიდები, გადავხედეთ გეგმებს და გავიარეთ პროექტის მიმდინარეობის ეტაპები. შევისწავლეთ შეფასების რუბრიკა.

Saturday, March 19, 2016

ტრენინგის მე-5 დღე



1. გამეორება
2. საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები
3. კომენტარები ბლოგზე
4. მუშაობა ბლოგში-მოსწავლის ბლოგი გაჯეტები-სურატის, გამოკითხვის


დღევანდელი დღეც წინა ტრენინგის გამეორებით დავიწყეთ და გადავედით ახალ ტემაზე. ვისწავლეთ ბლოგში კომენტარების წერა, შევქმენით მოსწავლისათვის ახალი ბლოგი. ჩავსვით სურათები, განვიხილეთ გაჯეტები,ვისწავლეთ რომ გამოკითხვის გაჯეტი მნიშვნელოვანია პროექტში კვლევა ძიებისთვის.

            მადლობა ქალბატონ ქეთის.

Sunday, March 13, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

გავიმეორეთ განვლილი მასალა ვიმუშავეთ და ვისწავლეთ:
       
1.შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა,
2. დროში გაწერილი შეფასების გეგმა,
3.პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაცია,
4.სურათის ჩასმა ბლოგში.